Friday, October 13, 2017

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: მოზარდი და ფსიქოლოგია _ ბულინგი (ძალადობა) სკოლებში.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): სკოლებში მოზარდთა შორის ფართოდ გავრცელებული ძალადობის პრევენცია.
3. პროექტის აქტუალობა:საქართველოს მასშტაბით გახშირებულია მოზარდებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება: ჩხუბს მოსდევს ცივი იარაღით დაჭრა, სხეულის მძიმე დაზიანება და სიკვდილიც კი. სიტყვიერმა ძალადობამ კი შეიძლება თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს შედარებით სუსტი ფსიქიკის მქონე მოზარდი.
4. პროექტის მიზნები: მოზარდები შეძლებენ და ისწავლიან, რომ ძალადობა მხოლოდ ამორალური ქმედება კი არა, კანონით დასჯადი ქმედებაა. გაეცნობიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს და დანაშაულის შესაბამისი სასჯელის შინაარსს. ფსიქოლოგის დახმარებით გააცნობიერებენ რატომაა ყველა ადამიანი განსხვავებული ემოციურად თუ ფიზიკურად და რა განაპირობებს მათ ამა თუ იმ ქმედებას და მომხდარზე რეაგირებას. სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ურთიერთობით კი ტოლერანტობის მნიშვნელობაზე დაფიქრდებიან.
5.მონაწილეთა ასაკი: 15, 16,17 წელი.
6. ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პლაკატები ბულინგის თემაზე მოძიებული მასალებით, რომლებიც გაიკვრება დერეფნებში., ,,გულახდილობის საათი" _ ერთჯერადი გაზეთი, სადაც პროექტის მონაწილეები ანონიმურად დაწერენ (სურვილის შემთხვევაში) საკუთარ თუ მეგობრების ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნო მოვლენებზე, გააანალიზებენ მომხდარს და რჩევების სახით ეტყვიან თანატოლებს როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ძალადობის მსხვერპლები თავად აღმოჩნდებიან.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფსიქოლოგიური ლიტერატურა, სისხლის სამართლის კოდექსი, ფურცლები,ფერადი ფანქრები და ფლომასტერები,ინტერნეტ-საძიებო სისტემები:Google.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
ა) კვლევა_ რომელსაც ანონიმური ანკეტირებით ატარებენ პროექტის მონაწილეები: არის თუ არა ძალადობის შემთხვევები მათ სკოლაში და გარემოცვაში და რა სახის ძალადობას უფრო ხშირად აწყდებიან: ფიზიკური, სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ა.შ.,
ბ) მოწვეული იურისტის დახმარებით სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების გაცნობა,რომლებშიც ძალადობის შესაბამის სასჯელზეა საუბარი.,
გ) ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება ადამიანთა ფსიქოტიპების შესახებ.,
დ) პლაკატების დამზადება.,
ე) სტატიების მომზადება გაზეთისთვის.,
ვ) შემაჯამებელი საღამო, სადაც კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში მოხდება მიღებული შედეგების საბოლოო შეჯამება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი: ბიოლოგია/სამოქალაქო განათლება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინეზა დარახველიძე.
12. ხელმძღვანელის ელფოსტა: inga.jakeli@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: jakeli14.blogpost.com

No comments:

Post a Comment